Saturday, 3 December 2016

                                                   მეცხრე დღე
  ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო დღევანდელი დღე . დღეს დავაჯამეთ ჩვენ-ჩვენ პრეზენტაციები. დავამატეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები. თითოეულმა მათგანმა წარმოვადგინეთ საკუთარი პრეზენტაცია . შევაფასეთ ერთანეთის ნამუშევრები . ტრენინგის დროს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი  ინფორმაცია შევისწავლეთ, რის გამოყენებასაც აუცილებლად შევეცდები. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას საინტერესო ტრენინგისათვის.

Sunday, 27 November 2016

                                                მერვე დღე
 დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. დღეს ვიმუშავეთ გარდნერის მრავლმხრივ ინტელექტზე და შევადგინეთ თითოეული ინტელექტის მქონე მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობები . განვიხილეთ ხარაჩო.

Saturday, 26 November 2016

                                                 მეშვიდე დღე
   დღევანდელ დღეს გავიხსენეთ pages დამატება. შევისწავლეთ როგორ შეგვიძლია ინკოგნიტოთ შესვლა ბლოგზე, ვიმუშავეთ  ინტელის მეშვიდე მოდულის სასწავლო პროექტების ჩეკლისტზე.შევქმენით საქაღალდე  drive-ში და მასში ჩავაგდეთ პროექტის გეგმა. გავეცანით სასწავლო პროეცედურებს , ყურადღება გავამახვილეთ მხარდაჭერის ელემენტებსა და ფასილიტაციაზე . 

Sunday, 13 November 2016

                                        მეექვსე დღე 
დღევანდელი დღე ძალიან პროდუქტიული იყო . ვისწავლეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასება, დავწერეთ კომენტარი კოლეგის მიერ გაზიარებულ ნაშრომზე. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე.

Saturday, 12 November 2016

                                                     მეხუთე      დღე
გავეცანი საავტორო უფლებების  გაცნობიერებას.  მოსწავლის როლშიდავდექით და მოსწავლის ნაშრომი შევქმენით. გამოვიყენეთ დიაგრამები, გავიხსენეთ სურათების პრეზენტაციისათვის გამოყენება. რომელშიდაც აღნიშნეთ პრობლემება,, აქტივობების გამოყენება, ფაქტები და მოვლენები , რეკომენდაციები და რჩევები.გამოვიყენეთ დიაგრამა ავღნიშნეთ პროცენტული რაოდენობა.

Sunday, 6 November 2016

დღე მეოთხე

   დღეს ჩვენ ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე, შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები (მეთოდები და ინსტრუმენტები) . მოსწავლეთა საჭიროებათა შესაფასებლად შევქმენით აქტივობები. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. შევისწავლეთ შეფასების ხუთი მიზანი , რომელშიც ოთხი იყო განმავითარებელი და ერთი განმსაზღვრელი(ეს მეთოდი არის 2 მოდულის 3-ე აქტივობაში).

Sunday, 23 October 2016

                                              ტრენინგის მეორე დღე
     წარმოვადგინეთ პროექტის შინაარსი.  ვისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში მუშაობა.   ბუკლეტის შექმნა და gmail.com- გადატანა . დღევანდელი დრით ძალიან კმაყოფილი ვარ . 

Saturday, 22 October 2016

                                           პირველი დღე
ვისწავლეთ http://tpdc.ge/essentials/  მუშაობა, პორტფოლიოს შექმნა, პორტფოლიოს ჩეკლისტის შენახვა, სწრაფი ძიება, დოკუმენტის აღდგენა. დრევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.